niedziela, 9 maja 2010

ორი მილიონი ადამიანის იმედი N 1.


მეცნიერებმა ამოაჩინეს, რომ დაუნის სინდრომით გამოწვეული გონებრივი განუვითარებლობის შეზღუდვა და გაუმჯობესება შესაძლებელია პრეპარატის საშუალებით, რომელიც, აგერ უკვე, ნახევარ საუკუნეზე მეტია არსებობს.
ეს პრეპარატი მსოფლიოში ორი მილიონი ადამიანის იმედია...
წამალი, ადრე, ხანდაზმული ასაკისგან გამოწვეული მეხსიერების დაკარგვის დროს გამოიყენებოდა. შემდეგ ხმარებიდან ამოიღეს. ახლა, ამერიკელ მეცნიერებს სტანფორდის უნივერსიტეტიდან, გაუჩნდათ იდეა, რომ პრეპარატი დაუნის სინდრომის შედეგად გამოწვეულ გონებრივი შეზღუდვის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენონ. ექსპერიმენტი, რომელიც თაგვებზე ჩაატარეს, იმედისმომცემია.
დაუნის სინდრომი გენეტიკური ანომალიაა. ამ სინდრომით დაბადებულების გენოტიპში 21-ე  დამატებითი ქრომოსომა  აქვთ. სინდრომის სამკურნალო პრეპარატის მიგნების მიზნით მეცნიერებმა სპეციალურად გაზარდეს თაგვები, რომელთა დნმ-ში 150 გენის დამატებითი კოპიაა. ეს მღრღნელები, რამდენიმე ნიშნით, დაუნის სინდრომით დაბადებული ადამიანების მსგავსები არიან - აქვთ მეხსიერებისა და სწავლის პრობლემები.
ტვინის სწორი მუშაობა ორი მოვლენის, აღგზნებისა და შენელებული რეაქციის პროპორციებზეა დამოკიდებული.
დაუნის სინდრომით დაბადებული ადამიანების ტვინის პროპორციულობა შენელებული რეაქციის სასარგებლოდაა დარღვეული. ეს კი ნიშნავს, რომ ტვინის უჯრედები ძალიან ნელა გადასცემენ იმპულსებს. მეცნიერების ვარაუდით, ეს გამოწვეულია დაუნის სინდრომით დაბადებულის ტვინში სუბსტანცია GABA-ს დიდი რაოდენობით არსებობაზე. ეს სუბსტანცია ცნობილია იმით, რომ იგი ნერვიული უჯრედების აქტიურობის დახშობას იწვევს.
სტანფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაიხსენეს, რომ ორმოცდაათიან წლებში მოხმარებაში იყო პრეპარატი, რომელიც GABA-ს ზემოქმედებას ბლოკავდა. წამალი, სახელწოდებით PTZ თავდაპირველად ცხოველებზე ცდების ჩატარების დროს გამოიყენებოდა - მისი საშუალებით ეპილეფსიის შეტევას ახდენდნენ. შემდგომში იმავე პრეპარატის საშუალებით ხანდაზმულ ადამიანებს მეხსიერების შენარჩუნებაში ეხმარებოდნენ, თუმცა გასული საუკუნის 70-80 წლებში პრეპარატი სამკურნალო წამლების ქსელიდან ამოიღეს.
2003 წელს სტანფორდის უნივერსიტეტეის მეცნიერებმა პრეპარატის შედეგიანობის გამოკვლევის მიზნით ექსპერიმენტი დაუნის სინდრომით დაბადებულ და ჯანმრთელ თაგვებზე ჩაატარეს. მღრღნელები T ასოს ფორმის ლაბირინთში გაუშვეს. ყველა თაგვი ლაბირინთში დაუბრკოლებლად მიდიოდა იმ ადგილამდე, სადაც გზა მარჯვნივ ან მარცხნივ იყრებოდა. შემდეგ ჯანმრთელი თაგვები მეთოდურად იქცეოდნენ, დაკვირვებით ათვალიერებდნენ ლაბირინთის ჯერ ერთ და მერე მეორე ფრთას. დაუნის სინდრომით დაბადებული თაგვები კი ქაოსურად, აქეთ-იქეთ აწყდებოდნენ. მორიგი ექსპერიმენტის ჩატარების დროს ლაბირინთის ზომა იგივე იყო, კალიდორების განლაგება სხვა. 24 საათის შემდეგ თაგვები სამ -ორ უკვე ნანახ და ერთ ახალ ლაბირინთში შეუშვეს. ჯანმრთელმა თაგვებმა მაშინვე იცნეს ნაცნობი ლაბირინთიები და ახალი ლაბირინთის შესწავლა დაიწყეს, დაუნის სინდრომის მქონე თაგვების რეაქცია ისევ პირვანდელი იყო-ქაოსურად აწყდებოდნენ აქეთ-იქეთ. მორიგ ეტაპზე მეცნიერებმა სინდრომის მქონე თაგვებს თხევად შოკოლადში გარეული პრეპარატი PTZ მისცეს. თავდაპირველად არანაირი ცვლილება არ შეიმჩნეოდა, თუმცა 17 დღის შემდეგ პრეპარატის მოქმედება საგრძნობი გახდა. სინდრომის მქონე თაგვები ჯანმრთელი თაგვებივით იქცეოდნენ. როდესაც თაგვებს წამლის მიცემა შეუწყვიტეს, მისი მოქმედება კიდევ 2 თვე გაგრძელდა. ეს ნიშნავს, რომ წამალი ხანგრძლივმოქმედია. იგივე პრეპარატის მიცემას ჯანმრთელ თაგვებზე არავითარი ცვლილები არ მოუხდეინა.
დაუნის სინდრომით დაბადებულ ადამიანებზე წამლის მიცემა და გამოკვლევები უახლოეს ხანში დაიწყება და თუ პრეპარატი მართლაც ეფექტური აღმოჩნდა, ეს იქნება რევოლუცია მედიცინაში, რადგან უკვე მრავალი წელია უშედეგოდ ცდილობენ დაუნის სინდრომით დაბადებული ადამიანების მკურნალიბას.

3 коммент.:

Katieé.Ge pisze...

ვა, რა მაგარი იქნება, ნეტა გაამართლოს :)

ლოლიკა pisze...

დარწმუნებული ვარ, გაამართლებს :)

მარი pisze...

ძალიან გამიხარდა. ყველაფერი კარგად იქნება.

 
Copyright 2009 ჩვენ. Powered by Blogger
Blogger Templates created by Deluxe Templates
Wordpress by Wpthemesfree