Pokazywanie postów oznaczonych etykietą დედიკო. Pokaż wszystkie posty
Pokazywanie postów oznaczonych etykietą დედიკო. Pokaż wszystkie posty

sobota, 8 maja 2010

არ მშიააააააა...

მგონი ერთხელ უკვე ვთქვი, რომ არ მიყვარს ჭამა. უფრო სწორად, არ მიყვარს, როცა ჩეთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს მომწყვეტენ და მაგიდასთან მიმაცუხცუხებენ და თან ალერსით მეტყვიან-დაბრძანდი, გენაცვალე, ჭამის დროაო. მოკლედ, ჭამის დრო მოახლოვდებოდა და ერთი აურ-ზაური იყო ხოლმე სახლში. მე ბოლო ხმაზე ვკიოდი -არ მშიააააააა! დედიკო ხან ხვეწნით, ხან ფერებით, ხან გაბრაზებული ორიოდ ლუკმას ძლივს ჩამიდებდა პირში და იწყებოდა დაჭერობანას თამაში. მოკლედ, სანამ მე დავნაყრდებოდი, დედა სირბილით ისე იღლებოდა, თავად აღარ ქონდა მერე ჭამის თავი. ასე გრძელდებოდა მანამ, ვიდრე... დედიკომ ერთ დღეს სიურპრიზი მომიწყო. ჰოდა, მას მერე დიდი სიამოვნებით მივირთმევ დედიკოს გამზადებულ საჭმელს. ჰოდა, ახლა და სხვა დროსაც, ჩემნაირი უჭმელი და ჩხინკორა ბავშვების დასანაყრებლად, რამდენიმე მხიარულ და ფერად რეცეპტს შემოგთავაზებთ :)

ბუტერბროდი "პეპელა"

იმისათვის, რომ თქვენს პატარას ასეთი პეპელა-ბუტერბროდით გაუმასპინძლდეთ, დაგჭირდებათ:
-თხლად დაჭრილი პური ან შუაზე გაჭრილი ორცხობილა.
-კარაქი
-ყველი
-ძეხვი
-ბოსტნეული: სალათის ფოთოლი, ბოლოკი, პომიდორი, კიტრი, ბულგარული(წითელი) წიწაკა, სიმინდი.

დაფინეთ თეფშზე სალათის ფოთოლი. დადეთოთ ზედ წინასწარ გამზადებული, მოგრძო ფორმის კიტრის ან წიწაკის ნაჭერი, აქეთ-იქედან მიულაგეთ ასევე წინასწარ გამზადებული მომრგვალებული ან გულის ფორმის, კარაქწმული პური ან ორცხობილა, ზემოდან დაადეთ ყველი, შემდეგ კი მორთეთ ფანტაზიის მიხედვით. გაუკეთეთ პეპელას ბოლოკისგან თავი, მიულაგეთ პატარა ულვაშები(შეგიძლიათ გამოიყენოთ მწვანილის ღეროები) და მერწმუნეთ, თქვენი ონავარი სიამოვნებით მიირთმევს ფერად ბუტერბროდს :)


ესენი კი საბანში გახვეული სოსისები არიან :)

ამ ლამაზი კაცუნების გასაკეთებლად დაგჭირდებათ:
-სოსისი
-თხლად დაჭრილი ჰოლანდიური ყველი
-ბულგარული წიწაკა(წითელი, მწვანე, ყვითელი)
-კეჩუპი
-ნივრის საჭყლეტი
დაალაგე სოსისი ტაფაზე,სოსისის დაახლოებით 3/4 დაფარე ყველით, მწვანე წიწაკისგან გაუკეთე თვალები და ტაფა შედე გახურებულ ჰაერღუმელში დაახლოებით 20 წუთი.
ვიდრე ყველსი გახვეული სოსისი კარგად დაიბრაწება, წითელი და ყვითელი წიწაკისგან გააკეთე პატარა ბაფთები, ხოლო როდესაც სოსისს ჰაერღუმელიდან გამოიღებ, ნივრის საჭყლეტის დახმარებით ყველისაგან "ქოჩორი" გაუკეთე და კეჩუპისგან ტუჩები მიახატე.
მართალია, ამ კაცუნებისა და პეპლების მომზადებას ჩვეულებრივზე ცოტა მეტი დრო ჭირდება, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაზე ჭირვეული პატარაც კი სიამოვნებით დააგემოვნებს თბილ საბანში გახვეულ სოსისის კაცუნებსა და ჭრელა-ჭრულა ბუტერბროდებს :).

სიყვარულით ანი :)
 
Copyright 2009 ჩვენ. Powered by Blogger
Blogger Templates created by Deluxe Templates
Wordpress by Wpthemesfree