ნინო 2009 წლის 27 იანვარს 2 კილო და 600 გრამი დაიბადა - დაუნის სინდრომით.
დაავადებისათვის დამახასიათებელი ნიშნებიდან ნინოს გულის მანკი, სუსტად განვითარებული კუნთები და სასუნთქ გზებთან დაკავშირებული პრობლემები ქონდა. მანკი თავად დაიხურა. რაც შეეხება სასუნთ გზებს, დღემდე ჩვენი ნომერ პირველი და დაუძლეველი პრობლემაა - ძალიან ხშირად აქვს ბრონხების ანთება ან სურდო.
დაბადებიდან დღემდე გავდივართ რეაბილიტაციის კურსს, რაც ძალიან გვეხმარება. დარწმუნებული იმაში, რომ რაც უფრო ხშირად ვავარჯიშებდი, მით უკეთესი იქნებოდა ბავშვისთვის, თავდაპირველად დღეში რამდენჯერმე სპეციალისტი ავარჯიშებდა ბავშვს, როცა ის არ იყო, მე. რა თქმა უნდა, ფიზიკურად ნინო მომძლავრდა. 2 კვირის იყო, მუცელზე მწოლს შეეძლო თავი დაეჭირა, მერე ხელისა და ფეხის კუნთებიც გაუძლიერდა, მაგრამ...
შევამჩნიე, რომ ბავშვი, რომელიც დაბადებიდან ძალიან მშვიდი იყო, გაჭირვეულდა. ვარჯიშის დროს ტირილს იწყებდა, თუკი ადრე რებილიტანტს "მიყვებოდა", დროთა განმავლობაში, 5 წუთის ვარჯიშის შემდეგ მისი ყოველი მოძრაობა ძალის დატანებით ხდებოდა. სპეციალისტი, რომელიც ბავშვს ავარჯიშებდა, მამშვიდებდა, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ არ დავუჯერე...
ყოველდღიური ვარჯიშები კვირაში სამ დღემდე შევამცირეთ. ყოველ მეორე დღეს მოდიოდა რეაბილიტანტი და მხოლოდ 1 საათი ვავარჯიშებინებდი ბავშვს. დანარჩენი დრო თამაშში, სეირნობაში და ძილში გადიოდა. ბავშვთან დღის განმავლობაში მუდმივად იყო ჩემი უფროსი შვილი ანი, დეიდაშვილები და მე. მუდმივი კონტაქტი და ბევრი ლაპარაკი საუკეთესო თერაპია აღმოჩნდა. თვენახევრის ნინო ჩემს, ბებიის და დის ხმაზე განსაკუთრებით რეაგირებდა. თავიდან თამაშიც გაგვიჭირდა. მირჩიეს, რომ ბავშვის განვითარებისათვის ძალიან კარგია ბევრი სათამაშო და ნინო ჩავფალით ფუმფულა სათამაშოებში, მაგრამ, ბავშვი კონცენტრაციას ვერ ახდენდა რომელიმე კონკრეტულ სათამაშოზე. ფუმფულა სათამაშოები ფერადი, მუსიკალუი და რეზინის სათამაშოებით შევცვალე. მაქსიმუმ ორი სათამაშოთი ვთამაშობდით, მერე ვცვლიდით სათამაშოებს და ა.შ. ფერები მკვეთრი იყო და ნინიკომ ისწავლა სათამაშოების გარჩევა. 5 თვისას ამოჩემებული რეზინის იხვი ყავდა, რომელთან ერთად თამაში, ძილი და ბანაობა ერთნაირად უყვარდა.(ახლაც უყვარს:)) სამშობიაროდან გამოსვლის დღიდან თითქმის მთელი დღის განმავლობაში ჩართული მქონდა ტელევიზორი ან ერთად ვუსმენდით სხვადასხვა მიმდინარეობის მუსიკას. დროთა განმავლობაში შევამჩნიე, ყველაზე დიდი სიამოვნებით ქართულ საცეკვაო მელოდიებს უსმენს, უფრო მეტიც, ცდილობდა ცეკვაში აყოლოდა უფროს დას. თავისებურად, ცეკვავდა კიდეც :).
სასტიკად ამიკრძალეს ბავშვი დამესვა, თუმცა ცოტა ურჩობა აქაც გამოვიჩინე და ხანდახან, 2-3 წუთი ბავშვს იატაკზე ვაჯენდი. არ ვიცი ამიტომ თუ არა, მაგრამ 6 თვის ნინიკოს უკვე დამოუკიდებლად შეეძლო დაჯდომა, უფრო ადრე, 5 თვისას მცდელობა ქონდა საწოლიდან გადმოვარდნილიყო, თუმცა არ გამოუვიდა, დროზე მივუსწარით :). გვერდზე, მუცლიდან ზურგზე და პირიქით, ზურგიდან მუცელზე გადაბრუნება 5 თვიდან შეუძლია. 8 თვის არ იყო, მუხლებზე დადგომა და ძალიან მცირე, მაგრამ შესამჩნევ მანძილზე გადაადგილება რომ შეძლო, 9 თვისას პირველი, ქვედა კბილი ამოუვიდა, ახლა უკვე 8 კბილი აქვს :). 10 თვის კარგად ხოხავდა, წლისას ვეღარ ვეწეოდი, ისე დარბოდა ოთხზე დამდგარი :). უყვარს უჯრების შიგთავსის დათვალიერება და ამის გამო, ისე, როგორც ორი წლის წინ, როდესაც ანი ახდენდა არქეოლოგიურ აღმოჩენებს, სახლში თითქმის ყველა უჯრა და კარადის კარები "დასტკოჩილია" :).
ნინო ახლა წლისა და 4 თვისაა. ვერ დადის, თუმცა ძალიან უნდა. თუკი რაიმე საყრდენი აქვს, თუნდაც სულ ოდნავ, თითითაც რომ დაეყრდნოს, ფეხზე ნორმალურად დგას. სამიოდე კვირის წინ დაიწყო ნაბიჯების გადადგმა. ადეკვატურად რეაგირებს ყველაფერზე, თუმცა ფსიქოლოგი მეუბნება, რომ გენეტიკური პრობლემების არმქონე ბავშვებს ნინო გონებრივი განვითარებით 3 თვით ჩამორჩება. არ გამოვრიცხავ, თუმცა ფსიქოლოგს არ უნდა გაითვალისწინოს, რომ ნინიკო ქართულ გარემოში იზრდება და ქართულად შესანიშნავად იცის სად აქვს ცხვირი, თვალები თუ ყური. პოლონურად მოლაპარაკე ფსიქოლოგს კი მხოლოდ უცინის და სათამაშოდ იწვევს.
ძალიან უყვარს ბებია, უფროსი და ანი და დეიდაშვილიები - გიგა, ლიკა და თორნიკე.
ძალიან ვუყვარვარ მე :).
Pokazywanie postów oznaczonych etykietą ბავშვი. Pokaż wszystkie posty
Pokazywanie postów oznaczonych etykietą ბავშვი. Pokaż wszystkie posty
poniedziałek, 10 maja 2010
sobota, 8 maja 2010
არ მშიააააააა...
მგონი ერთხელ უკვე ვთქვი, რომ არ მიყვარს ჭამა. უფრო სწორად, არ მიყვარს, როცა ჩეთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს მომწყვეტენ და მაგიდასთან მიმაცუხცუხებენ და თან ალერსით მეტყვიან-დაბრძანდი, გენაცვალე, ჭამის დროაო. მოკლედ, ჭამის დრო მოახლოვდებოდა და ერთი აურ-ზაური იყო ხოლმე სახლში. მე ბოლო ხმაზე ვკიოდი -არ მშიააააააა! დედიკო ხან ხვეწნით, ხან ფერებით, ხან გაბრაზებული ორიოდ ლუკმას ძლივს ჩამიდებდა პირში და იწყებოდა დაჭერობანას თამაში. მოკლედ, სანამ მე დავნაყრდებოდი, დედა სირბილით ისე იღლებოდა, თავად აღარ ქონდა მერე ჭამის თავი. ასე გრძელდებოდა მანამ, ვიდრე... დედიკომ ერთ დღეს სიურპრიზი მომიწყო. ჰოდა, მას მერე დიდი სიამოვნებით მივირთმევ დედიკოს გამზადებულ საჭმელს. ჰოდა, ახლა და სხვა დროსაც, ჩემნაირი უჭმელი და ჩხინკორა ბავშვების დასანაყრებლად, რამდენიმე მხიარულ და ფერად რეცეპტს შემოგთავაზებთ :)
ბუტერბროდი "პეპელა"

იმისათვის, რომ თქვენს პატარას ასეთი პეპელა-ბუტერბროდით გაუმასპინძლდეთ, დაგჭირდებათ:
-თხლად დაჭრილი პური ან შუაზე გაჭრილი ორცხობილა.
-კარაქი
-ყველი
-ძეხვი
-ბოსტნეული: სალათის ფოთოლი, ბოლოკი, პომიდორი, კიტრი, ბულგარული(წითელი) წიწაკა, სიმინდი.
დაფინეთ თეფშზე სალათის ფოთოლი. დადეთოთ ზედ წინასწარ გამზადებული, მოგრძო ფორმის კიტრის ან წიწაკის ნაჭერი, აქეთ-იქედან მიულაგეთ ასევე წინასწარ გამზადებული მომრგვალებული ან გულის ფორმის, კარაქწმული პური ან ორცხობილა, ზემოდან დაადეთ ყველი, შემდეგ კი მორთეთ ფანტაზიის მიხედვით. გაუკეთეთ პეპელას ბოლოკისგან თავი, მიულაგეთ პატარა ულვაშები(შეგიძლიათ გამოიყენოთ მწვანილის ღეროები) და მერწმუნეთ, თქვენი ონავარი სიამოვნებით მიირთმევს ფერად ბუტერბროდს :)
ესენი კი საბანში გახვეული სოსისები არიან :)

ამ ლამაზი კაცუნების გასაკეთებლად დაგჭირდებათ:
-სოსისი
-თხლად დაჭრილი ჰოლანდიური ყველი
-ბულგარული წიწაკა(წითელი, მწვანე, ყვითელი)
-კეჩუპი
-ნივრის საჭყლეტი
დაალაგე სოსისი ტაფაზე,სოსისის დაახლოებით 3/4 დაფარე ყველით, მწვანე წიწაკისგან გაუკეთე თვალები და ტაფა შედე გახურებულ ჰაერღუმელში დაახლოებით 20 წუთი.
ვიდრე ყველსი გახვეული სოსისი კარგად დაიბრაწება, წითელი და ყვითელი წიწაკისგან გააკეთე პატარა ბაფთები, ხოლო როდესაც სოსისს ჰაერღუმელიდან გამოიღებ, ნივრის საჭყლეტის დახმარებით ყველისაგან "ქოჩორი" გაუკეთე და კეჩუპისგან ტუჩები მიახატე.
მართალია, ამ კაცუნებისა და პეპლების მომზადებას ჩვეულებრივზე ცოტა მეტი დრო ჭირდება, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაზე ჭირვეული პატარაც კი სიამოვნებით დააგემოვნებს თბილ საბანში გახვეულ სოსისის კაცუნებსა და ჭრელა-ჭრულა ბუტერბროდებს :).
სიყვარულით ანი :)

czwartek, 6 maja 2010
დიდი ხნის წინ...

დაუნის სინდრომის არსებობის ისტორიაზე, საუკუნეების განმავლობაში ამ სინდრომით დაბადებული ადამიანების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებისა და განწყობის შესახებ საინტერესო, თუმცა არა ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ხელოვნების ნიმუშები.დაუნის სინდრომის მიმართ სპეციფიკური დამოკიდებულების მაგალითის ყველაზე ძველ ნაკვალევს მექსიკაში მივყევართ -დაუნის სინდრომით დაბადებულები ქალისა და წმინდა ცხოველის-იაგუარის ზებუნებრივი ძალის ჩარევის შედეგად შერწყმის ნაყოფად მიიჩნეოდნენ და ისინი საზოგადოების მაღალ საფეხურზე მყოფთა ჯგუფს განეკუთვნებოდნენ. ძველ ეგვიპტეში გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ღმერთისა და მზის შვილები არიან. უამრავი გენეტიკური დაავადებით დაბადებული ბავშვი იქაური არისტოკრატული ოჯახის შვილები იყვნენ და ამიტომ, არაა გასაკვირი, რომ უმნიშვნელო ფორმით ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ადამიანები საპასუხისმგებლო თანამდებობებზეც ინიშნებოდნენ.
ევროპულმა ცივილიზაციამ, რომელიც ძველი საბერძნეთისა და რომის კლასიკური სილამაზის იდეალებმა შექმნეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები საზოგადოებიდან გარიყეს - ღმერთებისის მსგავსები უნაკლოები უნდა ყოფილიყვნენ, ნებისმიერი სახის გენეტიკური თუ ფიზიკური დეფექტი მშობლების მიერ ჩადენილი ცოდვების სასჯელად ან ბოროტების სათავედ აღიქმებოდა. ანალოგიური დამოკიდებულება ჰქონდათ ინტელექტუალურად შეზღუდული უნარის მქონე ადამიანების მიმართაც.
რენესანსის პერიოდში, მიუხედავად იმისა რომ სილამაზისა და სხეულის ჰარმონიულობის შესახებ ანტიკური პერიოდის შეხედულებები ძალაში რჩებოდა, შეიქმნა ხელოვნების რამდენიმე ნიმუში, რომელზეც მხატვრები შშმ, მათ შორის დაუნის სინდრომისათვის დამახასიათებელი ნიშნების მქონე გამომეტყველების ჩვილ ბავშვებს ხატავდნენ. ფრა ფილიპო ლიპის ერთ-ერთ ადრინდელ ფერწერულ ტილოზე, მადონა ტრივულციო, ანგელოზებს დაუნის სინდრომის მქონე ჩვილების დამახასიათებელი სახის ნაკვთები აქვთ. ვარაუდობენ, რომ მხატვარი, რომელიც თავშესაფარში გაიზარდა, სწორედ იქ შეხვდა დაუნის სინდრომით დაბადებულ ადამიანებს.

იმავე საუკუნეში, იტალიური რენესანსის კიდევ ორი ფერმწერის, ჯიოვანი ბელინისა და ანდრეი მანტეგნის ფერწერულ ტილოებზე, რომლებიც ბოსტონის of Fine Arts და მანტენგნის Poldi-Pezzoli-ს მუზეუმებში ინახება, ყრმა, რომელიც მადონას უჭირავს ხელში აშკარად დაუნის სინდრომის მქონეა. გარდა ამისა, მანტეგნამ, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების სახე მანტუიში, მეფის სასახლის, Camera degli Sposi-ს ფრესკებზე ამორების სახით აღბეჭდა. უფრო მეტიც, ამორებს პეპლის ფრთები მიახატა, რაც ქრისტიანულ ხატწერაში მკვდრეთით აღდგომის სიმბოლოა.
ნიდერლანდებში, 1515 წელს, ანონიმმა ფერმწერმა დახატა ანგელოზი და მეცხვარე-დაუნის სინდრომისათვის დამახასიათებელი სახის ნაკვთებით. ტილო ამჟამად ნიუ იორკის Metropolitan Museum-ში ინახება.
დაუნის სინდრომის მქონე პირთა ხატვის ტენდენცია ევროპაში ბაროკოს ეპოქაშიც გაგრძელდა. რუბენსისა და ჯაკობ ჯორდანესის ფერწერაში ხშირად ვხვდებით დაუნის სინდრომის მქონე პერსონაჟებს ანგელოზებისა და ღმერთების, ან მათთანნ უშუალო კონტაქტში მყოფი პერსონაჟების სახით.
მკვლევარები არა ერთხელ დაინტერესებულან, რა იყო მიზეზი, რომ მხატვრები მოდელებად არაამქვეყნიური პერსონაჟების შესაქმნელად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს იყენებდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, ეს იყო შიში, თუ ვინ და როგორი გაიზრდებოდა მათ მიერ დახატული მოდელი. ამიტომ იყენებდნენ მოდელებს, რომლებზეც დარწმუნებული იყვნენ, რომ მუდამ დარჩებოდნენ უცოდველნი, არასოდეს ჩაიდენდნენ დანაშაულს და ხელოვანის სინდისს ანგელოზისა და წმინდანის მოდელის არასწორი შერჩევით არ დაამძიმებდნენ. გარდა ამისა, გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ დაუნის სინდრომით დაბადებულები ზეციურ სამყაროსთან დამაკავშირებლები არიან, რომ მათ შეუძლიათ ღმერთის დანაბარები იქადაგონ, და რომ დაუნის სინდრომით დაბადებულები მზისა და ღმერთის შვილები არიან...
Ярлыки:
ბავშვი,
გენეტიკური დაავადება,
დაუნის სინდრომი,
უნარშეზღუდული,
ფერწერა
środa, 5 maja 2010
დღეს პირველად ვხვდებით ერთმანეთს.
მე ანი ვარ, როგორც ბებია მეძახის, ურჩი, ცელქი და პატარა საქართველოს დიდი შვილი :)

ეს კი ჩემი დაიკოა, ბურთხუზუნად წოდებული ნინო :) .

ვცხოვრობთ ვარშავაში დედიკოსთან, ბებიასთან, დეიდებთან და დეიდაშვილებთნ ერთდ. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ნინო ჯერ პატარაა, სულ რაღაც წლისა და სამი თვის, მაგრამ ერთმანეთთან კარგად ვერთობით. ხანდახან, როდესაც ჩემზე ადრე იღვიძებს, თმას მწიწკნის ხოლმე, მაგრამ არ ვბრაზდები, პატარაა და სხვანაირად ვერ მაღვიძებს.
ნინო სხვანაირია. არა, ჩვეულებრივი ბავშვია, ლამაზი, მხიარული, ჩემგან თითქოს არაფრით განსხვავდება, მაგრამ მაინც სხვანაირი. ნინო დაუნის სინდრომითაა დაბადებული და მხოლოდ ამ ორი სიტყვით განსხვავდება ყველა დანარჩენი ბავშვებისგან. ჰოდა, ამ ბლოგზე ნინიკოსნაირ ბავშვებს და მათ მშობლებს ვეპატიჯებით. სხვებასაც, რა თქმა უნდა :).
სიყვარულით ანი და ნინო :)