czwartek, 7 kwietnia 2011

მზიანი გულები


გამარჯობა. მე პატარა ნინოს დედა ვარ. ნინო დაუნის სინდრომითაა დაბადებული. მიუხედავად იმისა, რომ "დაუნის სინდრომი" ხშირ შემთხვევაში უარყოფით ემოციებს იწვევს ამ სინდრომთან არშეხების მქონე ადამიანებში, ნინო და დაახლოებით 5 მილიონი დაუნის სინდრომის მატარებელი ადამიანი მხოლოდ ამ ორი სიტყვით განსხვავდებიან ჩვენგან. განსხვავება კიდევ ერთ რამეშია - მათი ნაწილი საზოგადოებამ მიიღო, ნაწილი არა. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ იმის ბრალია, რომ საზოგადოება ცუდადაა ინფორმირებული ამ სინდრომის შესახებ. ნებისმიერი, ვინც ნინიკოს ნახავს, მერწმუნეთ, მას ვერასოდეს დაივიწყებს. ვერ დაივიწყებს განა იმიტომ, რომ დაუნის სინდრომითაა დაბადებული, იმიტომ, რომ ნინო საოცარი ბავშვია - ლამაზი, კეთილი, თბილი, ჭკვიანი. უპირობოდ უყვარხარ და მასთან ურთიერთობა იმდენ დადებით ემოციებსა და მუხტს გაძლევს, შეუძლებელია ბავშვი გულწრფელად არ შეგიყვარდეს. ასეთი მხოლოდ ნინო არაა... მათ მზის შვილებს უწოდებენ. ჩვენი ორგანიზაციის სახელწოდებაც აქედან მოდის და ჩვენი მიზანი სწორედ ისაა, რომ საზოგადოებას კარგად გავაცნოთ ამ გენეტიკური მახასიათებლით დაბადებული ადამიანები. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია დაინახოს მათი მზიანი გულები :)

2 коммент.:

Toma pisze...

სწორედ დღეს ვიმუშავე დაუნის სინდრომიან ახალგაზრდა გოგონასთან, 11 წლის იყო. და ჯერ კიდევ "ხიბლში" ვარ :)

მიუხედავად სიჯიუტისა, იმდენად საყვარელი იყო, იმდენად რომ სიტყვები არ მყოფნის გადმოსაცემად. არ ვიცი, ვის აქვს უარყოფითი წარმოდგენა თუ დამოკიდებულება ამ ბავშვებთან დაკავშირებით, მე მხოლოდ ერთს ვიტყვი- უკარგესი ბავშვები არიან! კი ხანდახან მძიმე სამუშაოა, იმიტომ რომ მტკიცე ხასიათი აქვთ, მაგრამ ხასიათი ვის არ გვაქვს?!

ლოლიკა pisze...

უსაყვარლესი გოგო ხარ თუნდაც იმიტომ, რომ ამ ბავშვებთან მუშაობ. ესენი ხომ მართლა ძალიან საყვარლები და კარგები არიან. მადლობ, რომ წაიკითხე და გამომეხმაურე. იმედი მაქვს, ეს არ იქნება ჩვენი ბოლო საუბარი და ვიმეგობრებთ. :)

 
Copyright 2009 ჩვენ. Powered by Blogger
Blogger Templates created by Deluxe Templates
Wordpress by Wpthemesfree