sobota, 8 maja 2010

არ მშიააააააა...

მგონი ერთხელ უკვე ვთქვი, რომ არ მიყვარს ჭამა. უფრო სწორად, არ მიყვარს, როცა ჩეთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს მომწყვეტენ და მაგიდასთან მიმაცუხცუხებენ და თან ალერსით მეტყვიან-დაბრძანდი, გენაცვალე, ჭამის დროაო. მოკლედ, ჭამის დრო მოახლოვდებოდა და ერთი აურ-ზაური იყო ხოლმე სახლში. მე ბოლო ხმაზე ვკიოდი -არ მშიააააააა! დედიკო ხან ხვეწნით, ხან ფერებით, ხან გაბრაზებული ორიოდ ლუკმას ძლივს ჩამიდებდა პირში და იწყებოდა დაჭერობანას თამაში. მოკლედ, სანამ მე დავნაყრდებოდი, დედა სირბილით ისე იღლებოდა, თავად აღარ ქონდა მერე ჭამის თავი. ასე გრძელდებოდა მანამ, ვიდრე... დედიკომ ერთ დღეს სიურპრიზი მომიწყო. ჰოდა, მას მერე დიდი სიამოვნებით მივირთმევ დედიკოს გამზადებულ საჭმელს. ჰოდა, ახლა და სხვა დროსაც, ჩემნაირი უჭმელი და ჩხინკორა ბავშვების დასანაყრებლად, რამდენიმე მხიარულ და ფერად რეცეპტს შემოგთავაზებთ :)

ბუტერბროდი "პეპელა"

იმისათვის, რომ თქვენს პატარას ასეთი პეპელა-ბუტერბროდით გაუმასპინძლდეთ, დაგჭირდებათ:
-თხლად დაჭრილი პური ან შუაზე გაჭრილი ორცხობილა.
-კარაქი
-ყველი
-ძეხვი
-ბოსტნეული: სალათის ფოთოლი, ბოლოკი, პომიდორი, კიტრი, ბულგარული(წითელი) წიწაკა, სიმინდი.

დაფინეთ თეფშზე სალათის ფოთოლი. დადეთოთ ზედ წინასწარ გამზადებული, მოგრძო ფორმის კიტრის ან წიწაკის ნაჭერი, აქეთ-იქედან მიულაგეთ ასევე წინასწარ გამზადებული მომრგვალებული ან გულის ფორმის, კარაქწმული პური ან ორცხობილა, ზემოდან დაადეთ ყველი, შემდეგ კი მორთეთ ფანტაზიის მიხედვით. გაუკეთეთ პეპელას ბოლოკისგან თავი, მიულაგეთ პატარა ულვაშები(შეგიძლიათ გამოიყენოთ მწვანილის ღეროები) და მერწმუნეთ, თქვენი ონავარი სიამოვნებით მიირთმევს ფერად ბუტერბროდს :)


ესენი კი საბანში გახვეული სოსისები არიან :)

ამ ლამაზი კაცუნების გასაკეთებლად დაგჭირდებათ:
-სოსისი
-თხლად დაჭრილი ჰოლანდიური ყველი
-ბულგარული წიწაკა(წითელი, მწვანე, ყვითელი)
-კეჩუპი
-ნივრის საჭყლეტი
დაალაგე სოსისი ტაფაზე,სოსისის დაახლოებით 3/4 დაფარე ყველით, მწვანე წიწაკისგან გაუკეთე თვალები და ტაფა შედე გახურებულ ჰაერღუმელში დაახლოებით 20 წუთი.
ვიდრე ყველსი გახვეული სოსისი კარგად დაიბრაწება, წითელი და ყვითელი წიწაკისგან გააკეთე პატარა ბაფთები, ხოლო როდესაც სოსისს ჰაერღუმელიდან გამოიღებ, ნივრის საჭყლეტის დახმარებით ყველისაგან "ქოჩორი" გაუკეთე და კეჩუპისგან ტუჩები მიახატე.
მართალია, ამ კაცუნებისა და პეპლების მომზადებას ჩვეულებრივზე ცოტა მეტი დრო ჭირდება, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაზე ჭირვეული პატარაც კი სიამოვნებით დააგემოვნებს თბილ საბანში გახვეულ სოსისის კაცუნებსა და ჭრელა-ჭრულა ბუტერბროდებს :).

სიყვარულით ანი :)

5 коммент.:

Katieé.Ge pisze...

ძალიან ლამაზია ფოტოებზე, მაგრამ მე მგონი არცთუ ისე პრაქტიკული, როგორც აქ :)

ჯერ ერთი რომ, ბოლოკს და მცენარეებს ბავშვები მაინც არ შეჭამენ სიამოვნებით, ჰა ჰა გასინჯონ :)

და სოსისს და ყველს რაც შეეხება, ეგ ყველი ისე სწრაფად დნება, კვალს ვერ იპოვით 3 წუთში და მასეთ ლამაზი რომ შეინარჩუნო, არ ვიცი როგორ უნდა მოახერხო. მიცდია და უკვალოდ დნება.

ლოლიკა pisze...

ბოლოკის ჭამა აუცილებელი არაა, სალათის ფოთოლი და მწვანილიც მხოლოდ დეკორაციისათვისაა, თვალის მოსატყუებლად. ძეხვი, ყველი და პომიდორი კი ჩვეულებრივი ბუტერბროდის ინგრედიენტებია და ცალკ-ცალკე, მეტნაკლებად ყველა ბავშვი ჭამს.
ჰოლანდიური ყველი, არაფრით არ უნდა იყოს ადვილად დნობადი. არ ვიცი საქართველოში არის თუ არა, აქ კი საუკეთესოა "გოუდა", რომელიც რა თქმა უნდა დნება, მაგრამ ზუსტად ისე, როგორც სურათზეა. თუ საქართველოში ვერ ნახავთ შესაფერის ყველს, მაშინ შეიძლება ჯერ სოსისი შეიწვას და ბოლოს, 2-3 წუთი ყველი დაფინოთ ზემოდან.

Toma pisze...

pataras ki ara didisac siakmovnebit gavumaspindzleb - chem tavs anu :D

Katieé.Ge pisze...

კი, გაუდა იყიდება აქაც, როგორ არა.
ჰო, ბოლოს დაფენა აშკარად აჯობებს და არ დადნება ბოლომდე :)

Geo pisze...

მშვენიერი რამე-რუმეებია, ვცადე და მართალია ჭამის მადას სულაც არ ვუჩივი, მაგრამ მაინც დიდად მეამა :)))

 
Copyright 2009 ჩვენ. Powered by Blogger
Blogger Templates created by Deluxe Templates
Wordpress by Wpthemesfree