środa, 5 maja 2010

დღეს პირველად ვხვდებით ერთმანეთს.
მე ანი ვარ, როგორც ბებია მეძახის, ურჩი, ცელქი და პატარა საქართველოს დიდი შვილი :)




ეს კი ჩემი დაიკოა, ბურთხუზუნად წოდებული ნინო :) .




ვცხოვრობთ ვარშავაში დედიკოსთან, ბებიასთან, დეიდებთან და დეიდაშვილებთნ ერთდ. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ნინო ჯერ პატარაა, სულ რაღაც წლისა და სამი თვის, მაგრამ ერთმანეთთან კარგად ვერთობით. ხანდახან, როდესაც ჩემზე ადრე იღვიძებს, თმას მწიწკნის ხოლმე, მაგრამ არ ვბრაზდები, პატარაა და სხვანაირად ვერ მაღვიძებს.
ნინო სხვანაირია. არა, ჩვეულებრივი ბავშვია, ლამაზი, მხიარული, ჩემგან თითქოს არაფრით განსხვავდება, მაგრამ მაინც სხვანაირი. ნინო დაუნის სინდრომითაა დაბადებული და მხოლოდ ამ ორი სიტყვით განსხვავდება ყველა დანარჩენი ბავშვებისგან. ჰოდა, ამ ბლოგზე ნინიკოსნაირ ბავშვებს და მათ მშობლებს ვეპატიჯებით. სხვებასაც, რა თქმა უნდა :).


სიყვარულით ანი და ნინო :)

6 коммент.:

მარი pisze...

გენაცვალეთ ბაიებო, მიყვარხართ ძალიან ორივე :* :* :* :*

ლოლიკა pisze...

მადლობა, მარი დეიდა :)

Toma pisze...

გთხოვ ნინოსთან დაკავშირებით რაც შეიძლება მეტი ყურადღება გაამახვოლე ბავშვს რა შეუძლია ან რაც ნაკლებად შეუძია მაგრამ ვარჯიშის შედეგად შეუძლია ამოქაჩოს.

მეტი დაწერე ნინოზე და მის განვითარებაზე, რას როგორ და რას სწავლობს.

იმედია ვარშავაში მსგავსი სინდრომის მატარებელი საზოგადოების წევრებისათვის უფრო მეტი შესაძლებლობებია და ბავშვს სახლში გამოკეტვა არ ემუქრება ისე როგორც ჩვენ ქვეყანაში ხდება როგორც წესი.

ლოლიკა pisze...

Tomushka, ეს ბლოგი სწორედ ნინოს დამსახურებაა. ცოტა ანოსიც :). აქ ძალიან ხშირად იქნება საუბარი ნინოზე, მის განვითარებაზე, ვარჯიშებზე, კვებაზე, ჰიგიენაზე... მოკლედ, ყველაფერი ის, რაც მე ნინოს დაბადებიდან დღემდე ვისწავლე და რასაც ვისწავლი. ზოგადად, დაუნის სინდრომზე ვისაუბრებთ ძალიან ბევრს.

Katieé.Ge pisze...

ოო, ეს საინტერესო ბლოგია :))
ჩემი თანამშრომლის და მეგობრის ბავშვია ამ სინდრომით, საქართველოში, ოღონდ მისი ზეაქტიური დედა ყველაფერს აკეთებს რომ მაქსიმალურად განვითარდეს და ძალიან კარგი შედეგები აქვს.
იმდენი ხანია არ მინახავს და ისე მიყვარს, ყველაზე კარგი ადამიანები არიან და ცუდია, რომ საქართველოში მართლა ბევრი მშობელი არ იქცევა სწორად და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას ერიდება. სამწუხაროდ.
ღმერთმა ბედნიერი გოგო გაგიზარდოთ :) ძალიან საყვარელია :)

ანიც, რა თქმა უნდა. უყურადღებოდ დამრჩა :)

ლოლიკა pisze...

ანი არ დამიჩაგროოოო :))))
გაიხარე, დიდი მადლობა. ჩამოვალთ საქართველოში და თავდაყირა დავაყენებთ ყველაფერს. საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები ვიქნებით და ჩვენთან ერთად კიდევ ბევრი ჩვენნაირი, უზომოდ კეთილი და მოსიყვარულე პატარა გაგაცნობთ თავს.
ძალიან საყვარელი ბურთხუზუნები ვართ ყველა :).

 
Copyright 2009 ჩვენ. Powered by Blogger
Blogger Templates created by Deluxe Templates
Wordpress by Wpthemesfree